
თურქულმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა მორიგი სარეკლამო რგოლი შემოგვთავაზა, სადაც მონაწილეობა კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ და ლოს-ანჟელესის "ლაიკერსის" ვარსკვლავმა, კობი ბრაიანტმა მიიღეს. ვიდეორგოლი საკმაოდ სახალისო გამოდგა, რომელიც YouTube-ზე განთავსდა.