
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იახიმ ლიოვმა გუშინდელი მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. გუშინ საღამოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, მიროსლავ კლოზემ ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს მატჩში პირველი გოლი გაუტანა, გერმანელისათვის ეს გოლი ნაკრებში 68-ე აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ გერდ მიულერს გაუთანაბრდა.