
ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე "სუონსიმ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა მორიგი ტრანსფერი, მიკაელ ლაუდრუპის გუნდის ახალი შენაძენი "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი, ჯონჯო შელვია. ამ ტრანსფერში "სუონსის" ხელმძღვანელობამ "მერსესაიდელებს" 5 მილიონი ფუნტი გადაუხადა. 21 წლის შელვიმ კი ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.