
პორტუგალიური "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟ ჟეზუშმა კლუბის ხელმძღვანელობას კლუბის წამყვანი ფეხბურთელის, პარაგვაელი ოსკარ კარდოსოს გაყიდვა მოსთხოვა. 30 წლის ფეხბურთელისადმი ულტიმატუმის წამოყენების მიზეზი კი კონფლიქტია, რომელიც კლუბის დამრიგებელს პარაგვაელ ფორვარდთან არცთუ ისე დიდი ხნის წინ პორტუგალიის თასის შემდგომ მოუწია.